Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ჰელოუინზე მადონა განასახიერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა, რომელსაც წელს გრანდიოზული საქორწილო წვეულება უნდა გადაეხადა, თუმცა, გეგმები კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაეშალა, ჰელოუინზე მაინც გადაწყვიტა თეთრი კაბის მორგება. ჯეილომ დღესასწაულისთვის ზუსტად გაიმეორა ლეგენდარული მუსიკოსის, მადონას ცნობილი ჩაცმულობა 1984 წლის MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების წითელი ხალიჩიდან.

ჯენიფერ ლოპესი: წლების შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული

ჯენიფერ ლოპესი: გული მწყდება, რომ მე და ალექსს საქორწილო გეგმები ჩაგვეშალა

26 წლის მადონა MTV VMA-ის წითელ ხალიჩაზე 

აღსანიშნავია, რომ წლების წინ მედია ჯენიფერის საქმროს, ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესისა და მადონას რომანის შესახებ იუწყებოდა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული