Thumbnail

ნახეთ: Maluma და The Weeknd კომპოზიციის Hawái რემიქს ვერსიას ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, მალუმამ ცნობილ კანადელ არენბი შემსრულებელ The Weeknd-თან ერთად კომპოზიციის Hawái რემიქსი და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლის თავდაპირველი ვერსია მალუმას რიგით მეხუთე ალბომში Papi Juancho შედის, რომელიც 21 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა და მალუმამ კლიპი Pa Ti + Lonely გაავრცელეს

ლათინური გრემის მფლობელმა, მალუმამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Felices los 4 და Corazón მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული