Thumbnail

მოუსმინეთ: NAV და Wheezy ახალ მიქსტეიპს Emergency Tsunami ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნავრაჯ გორაიამ, ფსევდონიმით NAV და ცნობილმა პროდიუსერმა, Wheezy-მ ახალი კოლაბორაციული მიქსტეიპი Emergency Tsunami გაავრცელეს. სტუდიური ჩანაწერი 14 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევარში ისეთი ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Young Thug, Lil Baby, Gunna და სხვები.

მოუსმინეთ: NAV ახალ ალბომს Good Intentions ავრცელებს

წარმოშობით ინდოელმა არტისტმა სასცენო სახელით NAV შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის მხოლოდ ინსტრუმენტალებს წერდა, მოგვიანებით კი მსმენელს მომღერლის რანგშიც მოევლინა. 2018 წელს ნავრაჯმა ოქროს სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომი Reckless გამოუშვა. მუსიკოსმა სახელი დრეიქთან, ტრევის სკოტთან და უიქენდთან თანამშრომლობით გაითქვა.

უესლი ტაილერ გლასმა, ფსევდონიმით Wheezy, კი შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორი პროდიუსერი სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: Young Thug, Travis Scott, Gunna, Future, Meek Mill, 21 Savage, Migos და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული