Thumbnail

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თოჰიდ ეფსი, ფსევდონიმით 2 Chainz, მსმენელს ახალი კომპოზიციით Quarantine Thick და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ცნობილი შემსრულებლის ჩანაწერში მისი ახალბედა კოლეგა Mulatto მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი Yung Lan გახლავთ.

ნახეთ: 2 Chainz და Lil Wayne კლიპში Money Maker

მოუსმინეთ: Kanye West - Nah Nah Nah Ft. DaBaby x 2 Chainz

მოუსმინეთ: YG - Big Bank Feat. 2 Chainz, Big Sean, Nicki Minaj

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღემდე რეპერის დისკოგრაფია 4 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove და G.O.O.D Music-ის კომპილაციურ ნამუშევარს Cruel Summer აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული