Thumbnail

ნახეთ: Nicki Minaj და NBA YoungBoy პროდიუსერ Mike WiLL Made-It-ის ახალ ტრეკში

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი, მაიკლ უილიამსი, ფსევდონიმით Mike WiLL Made-It, მსმენელს ახალ კომპოზიციას What That Speed Bout?! და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ატლანტელი მუსიკოსის ჩანაწერში ცნობილი ქუინსელი რეპერი Nicki Minaj და მისი ახალგაზრდა სამხრეთელი კოლეგა YoungBoy Never Broke Again მონაწილეობენ. ტრეკი მაიქის მომავალი ალბომის პირველი სინგლია.

ნახეთ: Chief Keef & Mike WiLL Made-It – BANG BANG

ნახეთ: Mike Will Made It ვიდეორგოლს We Can Hit ავრცელებს

ნახეთ: NBA YoungBoy ჯეი ზის კომპოზიციის The Story Of O.J. რემიქსს ავრცელებს

მაიკლმა მუსიკალური მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 2017 წლის სადებიუტო ალბომს Ransom 2, კოლაბორაციულ ნამუშევარს Edgewood და რამდენიმე მიქსტეიპს აერთიანებს. ატლანტელი მუსიკოსი არაერთი ჰიტის ავტორია, რომელთა შორისაა Humble., DNA., Mercy, No Lie, Pour It Up, No Flex Zone, Black Beatles და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული