Thumbnail

Cardi B-ის ფანებმა ჰელოუინზე WAP-ის სცენები გააცოცხლეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის ერთობლივ კომპოზიციაზე WAP შექმნილი ვიდეორგოლი წლევანდელ ჰელოუინზე არაერთი ადამიანისთვის იქცა შთაგონების წყაროდ. კლიპში ნაჩვენები ქარდის, მეგანისა და ტელევარსკვლავ კაილი ჯენერის კოსტიუმების მსგავსი სამოსი არაერთმა თაყვანისმცემელმა მოირგო. ისინი ასევე ცდილობდნენ, მაქსიმალურად რეალისტურად გაეცოცხლებინათ ვიდეონამუშევრის სცენები.

ნახეთ, რა ეცვათ ცნობილ მუსიკოსებს ჰელოუინზე

Lil Nas X-ის პასუხი 50 Cent-ს, რომელმაც ჰელოუინის კოსტიუმის გამო დასცინა

გთავაზობთ WAP-ის თემატიკაზე შექმნილ საუკეთესო კოსტიუმებს.

ქარდიმ და და მეგანმა პირველი ერთობლივი კოლაბორაციული კომპოზიცია WAP და მასზე გადაღებული კლიპი 7 აგვისტოს გაავრცელეს. ნამუშევარმა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული