Thumbnail

ავსტრალიელი მუსიკოსი, ინდიგო სპარკი ახალ კომპოზიციას Baby ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი ამერიკული ინდი როკ ჯგუფის Big Thief ვოკალისტი, ედრიან ლენკერი გახლავთ. სინგლი ინდიგოს სადებიუტო ალბომში Echo შევა, რომელიც 2021 წლის 26 იანვარს გამოიცემა.

ავსტრალიელმა მოდელმა და მსახიობმა, ინდიგო სპარკმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. ამავე წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Nightbloom გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან ინდიგო ამერიკული ჯგუფის Big Thief ვოკალისტის, ედრიან ლენკერის შეყვარებულია და კოლექტივს ტურნეებზე ხშირად დაყვება. მისი შემოქმედება ინდი როკს, ფოლკსა და პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული