Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ის გამტაცებელს 24 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრს, ენტონი ჰარვ ელისონს, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე სასამართლომ პოპულარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, დენიელ ერნანდესის, იგივე Tekashi 6ix9ine-ის გატაცებაში დამნაშავედ ცნო, 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას გატაცების გარდა, რეკეტსა და ძალადობაში დასდეს ბრალი. აღნიშნული დანაშაულები ელისონმა 2018 წელს ჩაიდინა.

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-მა ახალი ტატუები გაიკეთა

ნახეთ: ტეკაშის ახალ ალბომს გაყიდვებით გარდაცვლილი რეპერების ნამუშევრებმა აჯობა

"ენტონი ელისონს სასტიკი ქმედებებით გამორჩეულ დაჯგუფებაში Nine Trey Bloods ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ეკავა. ეს კრიმინალები ქაოსს მთელ ნიუ იოკში ტეხდნენ. ელისონი გასამართლებულია ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორებიცაა: რეკეტი, ადამიანების გატაცება, სასტიკი მოპყრობა, მუქარა და განსაკუთრებულად საშიში იარაღის ტარება", - აღნიშნა პროკურორმა, ოდრი შტრაუსმა.

ენტონი ელისონი

თავად ბრალდებულმა მოსამართლე პოლ ენგელმაიერს მიმართა:

"ანგელოზი არ ვარ, მაგრამ არც ისეთი მონსტრი ვარ, როგორადაც გამომიყვანეს".

აღსანიშნავია, რომ სიქსნაინმა თავის გატაცებაში ენტონი ელისონი და დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი, ალჯერმია მაქი დაადანაშაულა. მაშინ სასამართლო სხდომაზე რეპერის მანქანის კამერით გადაღებული ვიდეო აჩვენეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ტეკაშისა და დაკავებულების საუბარი ისმის. ისინი არტისტისგან ფულს მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებიან.

6ix9ine: არავის ჩაშვება არ მსურდა

თავად ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება კორონავირუსის საფრთხის გამო 3 აპრილს დატოვა და სასჯელის დარჩენილი ვადა სახლში მოიხადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული