Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-მა მომავალი ალბომის თიზერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters მომავალი, რიგით მეათე სტუდიური ალბომის თიზერი გაავრცელა. სოციალურ ქსელში ბენდმა 30-წამიანი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი ისმის.

დეივ გროლი: Foo Fighters-ის ახალი ალბომი მზადაა

დეივ გროლი: Foo Fighters-ის ყოველი ტურნეს დასრულების შემდეგ ვამბობ, რომ ეს იყო ბოლო

"მეათე ალბომი", - წერს ჯგუფი პოსტის აღწერაში.

ჯერჯერობით უცნობია ნამუშევრის სახელწოდება და გამოშვების ზუსტი თარიღი. ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Concrete and Gold ჯგუფმა 2017 წელს გაავრცელა.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული