Thumbnail

ჯონგუქი: არ ვიცი, BTS-ის დაშლის შემდეგ რა უნდა ვაკეთო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის თაყვანისმცემლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ კოლექტივის წევრი ჯონგუქი, რომელიც ასაკით ყველაზე პატარაა, ბენდის ერთ-ერთი წამყვანი ვოკალისტი და მოცეკვავეა. იმის მიუხედავად, რომ 23 წლის არტისტს მრავალმხრივი ნიჭის გამო ფანებმა "ოქროს ნაბოლარა" შეარქვეს, როგორც ჩანს, ის საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. ამის შესახებ შემსრულებელმა 2020 წელს გავრცელებულ დოკუმენტურ სერიალში Break The Silence გულახდილად ისაუბრა.

ნატვრა, რომელიც BTS-ის ჯონგუქს სამი წლის შემდეგ აუხდა

BTS-ის შუგა კოლექტივის წევრებზე: არემი ჯონგუქს სულ პატარა ბავშვად აღიქვამს

"მშურს იმ იმიჯის, რომელიც ხალხმა მომარგო. ისინი "ოქროს ნაბოლარას" მეძახიან, მაგრამ მე სხვანაირი განცდა მაქვს. ამიტომაც, მთელი ძალისხმევის გაღება მიწევს, რომ ისეთად წარმოვაჩინო თავი, როგორადაც თაყვანისმცემლები მხედავენ", - აღნიშნა მან.

მუსიკოსის თქმით, ბენდის დაშლის ძალიან ეშინია, რადგან არ იცის, მარტო რის გაკეთებას შეძლებს.

"რა იქნება, უცებ რომ დავიშალოთ? მარტომ რა უნდა ვაკეთო? როცა ამაზე ვფიქრობ, ვაცნობიერებ, რომ არაფერი გამაჩნია. არც ისე ბევრი რამ არის, რისი კეთებაც ვიცი. ამ თემაზე დაფიქრება ძალიან მანერვიულებს. ხანდახან, როცა მარტო ვარ, არის შემთხვევები, რომ განუზომელი შიში მიპყრობს", - აღნიშნა ჯონგუქმა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, Mnet Asian Music Awards-ის დაჯილდოებაზე "ბითიესის" ჯინმა გაამხილა, რომ იმ წლის დასაწყისში კოლექტივმა დაშლის საკითხი სერიოზულად განიხილა.

"ემოციურად იმდენად გადაღლილები ვიყავით, რომ იმაზეც კი ვისაუბრეთ, ხომ არ დავშლილიყავით. კიდევ კარგი, თავი ხელში ავიყვანეთ და ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ", - ამბობდა მაშინ ჯინი.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული