Thumbnail

ნახეთ: Royce Da 5'9"-მა ამომრჩევლებისთვის დეტროიტში ლაივი გამართა 

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, კამპანიის Joy To The Polls ფარგლებში, ვეტერანი ნიუ იორკელი ბასთა რაიმსის შემდეგ, ლაივი ცნობილმა დეტროიტელმა ემსიმ, Royce Da 5'9"-მა გამართა და ამომრჩევლებს ხმის მიცემისკენ მოუწოდა. როისმა პერფორმანსი მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩაატარა და სხვადასხვა კომპოზიციასთან ერთად 1999 წლის ტრეკი Boom შეასრულა.

ნახეთ: ბასთა რაიმსმა ამომრჩევლებისთვის მანჰეტენზე ლაივი გამართა

Royce Da 5'9": სნუპ დოგის Doggystyle ემინემის ყველა ალბომს მირჩევნია

Royce Da 5'9": ეს რეპერები სტაბილურად ხარისხიან მუსიკას ქმნიან

რაიან მონტგომერიმ, სასცენო სახელით Royce Da 5'9", მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, იგივე Proof-ის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის რვა სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული