Thumbnail

ნახეთ: DaBaby თავისი ძმის თვითმკვლელობას ეხმაურება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჩრდილოკაროლინელი ჰიპ ჰოპ არტისტის, დაბეიბის უფროსმა ძმამ, გლენ ჯონსონმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მუსიკოსმა მომხდართან დაკავშირებით საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე, ბიოგრაფიის ველში დაწერა LONG LIVE MY BROTHER (მუდამ იცოცხლებ, ჩემო ძმაო).

12 ნომინაციის მიუხედავად დაბეიბი BET Hip-Hop Awards-ზე ჯილდოს გარეშე დარჩა

მოუსმინეთ: ქანიეს ტრეკის Nah Nah Nah რემიქსში DaBaby მონაწილეობს

მუსიკოსის ძმამ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ცხოვრებამ დაღალა.

დაბეიბი თავისი ძმის შესახებ 2019 წელს გავრცელებული ალბომის Kirk გამხსნელ კომპოზიციაში Intro საუბრობდა. ის ტრეკის ერთ-ერთ მონაკვეთში ამბობს:

"ჩემი ძმა ფიქრობს, რომ ის არ გვიყვარს, თითქოს მისი ოჯახი არ ვართ და მე არ დავთმობ მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს, რაც მაქვს".

"My brother be thinkin’ that we don’t love him and let him struggle like we ain’t family
Like I won’t give up all I got to see you happy".

დაბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. რამდენიმე თვეში გრემის ნომინანტმა არტისტმა თაყვანისმცემლებს რიგით მესამე ალბომი BLAME IT ON BABY შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული