Thumbnail

ნახეთ: ლანა დელ რეიმ კომპოზიციის You’ll Never Walk Alone ქავერი შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლანა დელ რეიმ ცნობილი კომპოზიციის You’ll Never Walk Alone ა კაპელა ვერსია გაავრცელა. ჩანაწერი ბრიტანული საფეხბურთო კლუბის, "ლივერპულის" შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში შევა. მუსიკოსი უკვე წლებია, მერსისაიდულ გრანდს გულშემატკივრობს.

მოუსმინეთ: Lana Del Rey - Let Me Love You Like A Woman

You'll Never Walk Alone პირველად 1945 წელს გამოსულ მიუზიკლში Carousel გაჟღერდა. ნამუშევრის ავტორები ამერიკელი კომპოზიტორი, რიჩარდ როჯერსი და ლირიცისტი, ოსკარ ჰამერშტაინი გახლავთ. კომპოზიციას განსაკუთრებული პოპულარობა 1963 წელს ლივერპულური ჯგუფის, Gerry and the Pacemakers-ის მიერ გამოქვეყნებულმა ქავერ ვერსიამ მოუტანა, რომელიც შემდგომ წლებში ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის ჰიმნადაც იქცა.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული