Thumbnail

დენზელ კარიმ განმარტა, რატომ არასდროს ითანამშრომლებს ტრევის სკოტთან

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტის, დენზელ კარის თქმით, ჰიუსტონელ კოლეგა ტრევის სკოტთან არასდროს ითანამშრომლებს, რადგან ამ უკანასკნელს სამუშაო პროცესისადმი ხშირად არასერიოზული დამოკიდებულება აქვს. ამის შესახებ დენზელმა ტვიტერზე, ერთ-ერთი თაყვანისმცემლის კითხვის პასუხად დაწერა.

Denzel Curry მუსიკალური კარიერის დასრულებას აპირებს

"- ოდესმე აპირებ ტრევისთან თანამშრომლობას?
- არა, მუშაობის მიმართ მისი დამოკიდებულება არაერიოზულია", - განაცხადა დენზელმა.

სამაგიეროდ, სამხრეთელი მუსიკოსის თქმით, ის კალიფორნიელ ქენდრიქ ლამართან კოლაბორაციას სიამოვნებით დასთანხმდებოდა.

" - შესაძლებლობა რომ გქონდეს, ქენდრიქთან თუ ითანამშრომლებდი?
- რა თქმა უნდა", - უპასუხა ფლორიდელმა.

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო. დენზელის გამორჩეული ალბომი 2018 წლის TA13OO გახლავთ, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Unlocked ფლორიდელმა მუსიკოსმა პროდიუსერ Kenny Beats-თან ერთად 2020 წლის თებერვალში გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული