Thumbnail

ნახეთ: ბასთა რაიმსმა ამომრჩევლებისთვის მანჰეტენზე ლაივი გამართა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, კამპანიის Joy To The Polls ფარგლებში, სახელოვანმა ნიუ იორკელმა ემსიმ, ბასთა რაიმსმა ჰარლემში, ქუჩაში ლაივი გამართა. ვეტერანი მუსიკოსი, რომელმაც სცენაზე ცნობილი ტრეკები, მათ შორის Break Ya Neck და Put Your Hands Where My Eyes Could See შეასრულა, გამვლელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. 

მოუსმინეთ: ბასთა რაიმსმა ალბომი 'E.L.E. 2' გამოაქვეყნა

ნახეთ: ბასთა რაიმსი კლიპს Master Fard Muhammad ავრცელებს

ნახეთ: Busta Rhymes და M.O.P. კლიპში Czar

ბასთა რაიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 1989 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ლეგენდარული წარმომადგენელია. რეპერი ფართო საზოგადოებამ გაერთიანებიდან Leaders Of The New School გაიცნო. ჯგუფმა სულ ორი ალბომი გამოუშვა, თითოეულმა მათგანმა მსმენელის მოწონება დაიმსახურა. ბრუკლინელი ემსის სოლო დისკოგრაფიაში 10 ალბომი, 3 კომპილაციური ალბომი და 7 მიქსტეიპი ერთიანდება. ციფრულმა პლატფორმამ About.com და გავლენიანმა გამოცემამ The Source ტრევორი ყველა დროის 50 რეპერს შორის დაასახელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული