Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგამ ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად Shallow და Yoü And I შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის ამომრჩევლებთან შეხვედრას პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში პოპვარსკვლავი ლედი გაგაც დაესწრო. მუსიკოსმა ბაიდენს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და შეკრებილთა წინაშე კომპოზიციები Shallow და Yoü And I შეასრულა.

ლედი გაგა: ჩემი ყველაზე დიდი მტერი ლედი გაგა იყო

ნახეთ: ლედი გაგას კლიპი სერგო ფარაჯანოვის ფილმის გავლენით გადაიღეს

ლედი გაგა: შავკანიანთა მუსიკის გავლენა ყველა ჟანრზე იგრძნობა

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული