Thumbnail

ახალგაზრდა მემფისელმა რეპერმა, ბრაისონ ფოთსმა, ფსევდონიმით NLE Choppa, ახლახან მიქსტეიპი From Dark To Light გაავრცელა. მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება კომპოზიციამ Moonlight დაიმსახურა, რადგან მასში თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული წარმომადგენელი, ბიგ შონი მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერები ShaadKrounds, YoungTN, Tahj Money და TnTXD არიან.

მოუსმინეთ: NLE Choppa ახალ მიქსტეიპს From Dark to Light ავრცელებს

მოუსმინეთ: Juicy J x NLE Choppa - LOAD IT UP

მოუსმინეთ: რეპერი NLE Choppa სადებიუტო ალბომს Top Shotta ავრცელებს

ბრაისონმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. იმავე წელს სამხრეთელმა რეპერმა პირველი მიქსტეიპი No Love the Takeover გამოაქვეყნა. თუმცა, არტისტი ფართო საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი სინგლით Shotta Flow გაიცნო. 2020 წლის აგვისტოში გაყიდვაში ჩოფას სადებიუტო ალბომი Top Shotta ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული