Thumbnail

ტრევის სკოტს ჰელოუინის კოსტიუმის გამო ინსტაგრამის გაუქმება მოუხდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჰიუსტონელმა მუსიკოსმა, ტრევის სკოტმა ჰელოუინზე ბეტმენის როლი მოირგო. მან ინსტაგრამზე კადრებიც გაავრცელა, რომლებშიც ჩანდა, რომ ტრადიციული შავი ფერის ნაცვლად, კომიქსების გმირის კოსტიუმი მოოქროსფრო ყავისფერში იყო გადაწყვეტილი ისევე, როგორც ავტომობილები, რომელთა ფონზეც 29 წლის არტისტი იდგა. როგორც აღმოჩნდა, ამან ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ხუმრობის განწყობაზე დააყენა. გამოცემა Page Six წერს, რომ ზოგიერთმა მათგანმა ტრევისი ხოჭოს, რწყილსა და ჩინეთის ქალაქ უხანის ღამურასაც კი შეადარა.

კაილი ჯენერმა მისი და ტრევის სკოტის ტატუების მნიშვნელობა განმარტა

მოუსმინეთ: ტრევის სკოტის ტრეკები Blunt Talk და Niagara Falls გავრცელდა

მოუსმინეთ: ტრევის სკოტმა ჰიტის Franchise ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა

ტრევის სკოტმა ინსტაგრამი მალევე გააუქმა, რაც მისმა ფანებმა იმ უარყოფით გამოხმაურებას დაუკავშირეს, რომელიც არტისტის პოსტებს მოჰყვა.

"ინსტაგრამის ანგარიში მთელი ამ სიბინძურის გამო წაშალა. ყველა ჯანდაბაში წასულა, ვინც ის უმიზეზოდ აიგდო მასხრად. მშვენივრად გამოიყურებოდა", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ამ ვიდეოს გამო დასცინეს მას ინსტაგრამზე".

"ვერ ვხვდები, 21-ე საუკუნეში ხალხი ისევ რატომ დასცინის შავკანიანებს. რა არის ცუდი იმაში, იყო შავკანიანი? ეს რა სიძულვილია!".

იმის მიუხედავად, რომ ტრევისის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო ხელმისაწვდომი აღარ არის, ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი სხვა გვერდების მიერ გადაზიარებულ პოსტებში აგრძელებს მუსიკოსის კოსტიუმის შეფასებას.

"ტრევის სკოტი ბეტმენის კოსტიუმში ანიმაციური სერიალის ¡Mucha Lucha! გმირს, flea-ს უფრო ჰგავს".

"ის მდიდარი flea-ა".

"შავკანიანები თავგამოდებით ცდილობენ, თეთრკანიანებად იქცნენ".

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული