Thumbnail

ბრიტნი სპირსი: ცხოვრებაში თავი ასე ბედნიერად არ მიგრძვნია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელებს დაუბრუნდა. მან ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც აცხადებს, რომ ცხოვრებაში თავი ასე ბედნიერად არასდროს უგრძვნია.

ბრიტნი სპირსის ვიზაჟისტი: ის ვერ აჩენს შვილს, ვერ ქორწინდება შეყვარებულზე

ბრიტნი სპირსის ადვოკატმა მომღერლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა

"ვიცი, რომ ამ დროის განმავლობაში უამრავი კომენტარი დაიწერა, ხალხი ჩემზე ხან რას ამბობდა, ხან რას. მსურს, იცოდეთ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ცხოვრებაში ოდესმე ვყოფილვარ. ყველა თქვენგანზე ვლოცულობ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ და მიყვარხართ", - ამბობს ბრიტნი გავრცელებულ ვიდეოში.

View this post on Instagram

💋💋💋

A post shared by Britney Spears (@britneyspears) on

მუსიკოსი სოციალური ქსელებიდან მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც მადონას კომპოზიციაზე Justify My Love ცეკვავს. მოგვიანებით მას პოსტის წაშლა მოუხდა, რადგანაც ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოთქვა.

ბრიტნი სპირსის ვიდეო, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშფოთა

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული