Thumbnail

ბიონსე: 80 000 ფუტკარი მყავს და ასობით ქილა თაფლს ვიღებ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანულმა Vogue-მა დეკემბრის ნომრისთვის ამერიკელ პოპვარსკვლავ ბიონსესთან ჩაწერა ინტერვიუ. ჟურნალისტის კითხვაზე - საკუთარი თავის შესახებ რისი თქმა შეეძლო, რაც გაოცებას გამოიწვევდა, 39 წლის არტისტმა უპასუხა, რომ მეფუტკრეობით არის გატაცებული და ყოველწლიურად თაფლის მოსავალს იღებს. მუსიკოსმა იმაზეც ისაუბრა, რამ გადააწყვეტინა ფუტკრების მოშენება.

ნახეთ: ბიონსე Ivy Park x Adidas ახალი კოლექციის ფოტოსესიაში

ნახეთ: საოჯახო ვიდეო, რომელშიც ბიონსე თავის 3 წლის ვაჟთან ერთად ცეკვავს

"ვიცი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ სკები მაქვს. უკვე დიდი ხანია, რაც მეფუტკრეობით ვარ გატაცებული. დაახლოებით 80 000 ფუტკარი მყავს და წელიწადში ასობით ქილა თაფლს ვიღებ. ფუტკრების მოშენება იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი გოგონები, ბლუ აივი და რუმი ძალიან ალერგიულები არიან, თაფლს კი მრავალი სასარგებლო თვისება აქვს", - აღნიშნა მან.

გამოცემის გარეკანსა და გვერდებზე ბიონსეს ფოტოებიც დაიბეჭდა. ფოტოგრაფ კენედი კარტერის ობიექტივში მუსიკოსი Adidas x Ivy Park-ის, Alexander McQueen-ის, Christopher John Rogers-ის და Mugler-ის სამოსით, ასევე, Yves Saint Laurent-ის, Christian Louboutin-ის და Mugler-ის ფეხსაცმელებით არის აღბეჭდილი.

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 24 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული