Thumbnail

იოკო ონო ეხმაურება ჭორს, რომ ჯონ ლენონს მამაკაცებიც მოსწონდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა, The Beatles-მა 1963 წლის აპრილში 12-დღიანი შვებულება აიღო. როგორც მედიაში დაიწერა, ჯონ ლენონს შეეძლო, ეს დრო პირველი ცოლის, სინტიას და მათი ახალშობილი შვილის, ჯულიენის გარემოცვაში გაეტარებინა, ანაც, კოლექტივის დანარჩენ წევრებთან ერთად კუნძულ ტენერიფეზე წასულიყო. თუმცა, ამის ნაცვლად, "ბითლზის" მაშინდელი მენეჯერის, ღიად გეი ბრაიან ეპსტაინის შეთავაზება მიიღო და მასთან ერთად ბარსელონაში გაემგზავრა. ამას ბრიტანეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ალაპარაკდნენ მის ჰომოსექსუალობაზეც.

ნახეთ: ჯონ ლენონის და იოკო ონოს აქამდე უცნობი საოჯახო ფოტოები

ჯონ ლენონის მოკვლიდან 40 წლის შემდეგ მარკ ჩეპმენი იოკო ონოს ბოდიშს უხდის

იოკო ონო: ჯონ ლენონს რომ ეცოცხლა, ჰიპ ჰოპშიც ცდიდა ბედს

მოსწონდა თუ არა ლენონს მამაკაცებიც - ამ თემაზე მისმა ცოლმა, ხელოვანმა იოკო ონომ 2015 წელს პოდკასტში The Daily Beast სტუმრობისას ისაუბრა.

"მე და ჯონი ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობდით. ვთანხდებოდით, რომ, ზოგადად, ყველა ადამიანი ბისექსუალი უნდა იყოს. საზოგადოების წნეხი გვაფიქრებინებს, რომ არ უნდა ვიყოთ ბისექსუალები, ამიტომაც ვმალავთ ჩვენს იმ მხარეს, რომელიც სხვებისთვის მიუღებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მე არ მაქვს ძლიერი სექსუალური ლტოლვა ქალების მიმართ.

რაც შეეხება ჯონის და ბრაიანის შემთხვევას, მე ამ ისტორიის ძალიან გულწრფელი ვერსია მოვისმინე და იქიდან გამომდინარე, რაც ვიცი, ვფიქრობ, რომ მათ სექსი არ ჰქონიათ. დარწმუნებული ვარ, ბრაიანი ამას შესთავაზებდა, მაგრამ არ მგონია, რომ ჯონი ამაზე წავიდოდა. ზედმეტად გაუბედავი იყო. მანამ მოკლავდნენ, იმ წელს მითხრა, რომ აქამდე სექსი მექნებოდა, მაგრამ ამ დრომდე ვერავინ შემხვდა საკმარისად მიმზიდველიო", - გაიხსენა იოკომ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ხმებს წლების წინ თავად ჯონიც გამოეხმაურა და ბრაიანთან მისი ურთიერთობა შემდეგნაირად აღწერა.

"ვუყურებდი, როგორ აბამდა ბრაიანი ბიჭებს. ცოტა გავერთე, მაგრამ ამან ლივერპულში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ეს უკვე აღარ მომეწონა. ეს თითქმის სასიყვარულო რომანი იყო, მაგრამ არასრულყოფილი. საკმაოდ შთამბეჭდავი ურთიერთობა გვქონდა", - ამბობდა ჯონი.

ჯონ ლენონი და ბრაიან ეპსტაინი

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles ყოფილმა წევრმა, ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული