Thumbnail

მოუსმინეთ: მიშკა მგალობლიშვილი ალბომებს "შეხსენება" და Pash Is For Passion ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა მსმენელს ორი ახალი ალბომი შესთავაზა. მან ფსევდონიმით Young Mic ქართულენოვანი სტუდიური ნამუშევარი "შეხსენება" გამოაქვეყნა, რომელიც 12 კომპოზიციას, მათ შორის სინგლს "ყველაზე ფხიზელი" აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში მაიქმა ითანამშრომლა კოლეგებთან: მასტერი, ცირა კობიაშვილი, ზაზა თევთიძე, HaruTune და სხვა.

ნახეთ: Young Mic - ვათენებთ

ინგლისურენოვანი პროექტით Pash Lyfe კი მიშკამ ქართული ჰიპ ჰოპის მსმენელისთვის კარგად ნაცნობ მუსიკოს ჰარუტ მარტიროსიანთან, იგივე HaruTune-თან ერთად კოლაბორაციული ალბომი Pash Is For Passion გაავრცელა. სტუდიურ ნამუშევარში 10 კომპოზიციაა თავმოყრილი, თითოეული მათგანის პროდიუსერი სწორედ ჰარუთუნი გახლავთ.

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა". არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe.

კომენტარები

ბოლოს დამატებული