Thumbnail

31 ოქტომბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰელოუინი აღინიშნა. წელს ცნობილი მუსიკოსების დიდმა ნაწილმა დღესასწაულის აღნიშვნა ოჯახურ გარემოში არჩია, ნაწილმა კი ტრადიცია არ დაარღვია და თემატურ წვეულებებზე გამოჩნდა. ზოგიერთმა არტისტმა თავისი კოსტიუმის სადემონსტრაციოდ ფოტოსესიაც მოაწყო.

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს Billboard Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე

ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები საცურაო კოსტიუმებში

Jennifer Lopez

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო წელს საქორწილო გეგმები ჩაეშალა, ისეთივე თეთრი კაბა მოირგო, როგორითაც ლეგენდარული მუსიკოსი, მადონა გამოჩნდა 1984 წლის MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე. აღსანიშნავია, რომ მადონასა და ჯეილოს საქმროს, ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესს წლების წინ ხანმოკლე რომანი ჰქონდათ.

Zayn Malik

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ზეინმა და მისმა შეყვარებულმა, მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა პირველი ჰელოუინი აღნიშნეს თავიანთ ახალშობილ გოგონასთან ერთად. ჯიჯიმ ინსტაგრამის სთორიში ამ დღეს გადაღებული საოჯახო ფოტოც გაავრცელა.

Halsey

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი ფილმ Corpse Bride-ის გმირის როლში მოგვევლინა.

Shawn Mendes & Camila Cabello

ჰელოუინი ერთად აღნიშნა შონ მენდესისა და კამილა კაბეიოს ვარსკვლავურმა წყვილმა.

Lil Nas X

პოპულარულმა ატლანტელმა ქანთრი რეპერმა, მონტერო ლამარ ჰილმა თავისი საყვარელი მუსიკოსი, ნიკი მინაჟი განასახიერა კლიპიდან Super Bass.

Celine Dion

კანადელმა მომღერალმა, სელინ დიონმა კრისტიანა ბრენდის წიგნის Nurse Matilda მიხედვით გადაღებული ფილმის Nanny McPhee პერსონაჟის როლი მოირგო. 

Finneas O'Connell

ამერიკელმა მუსიკოსმა და პროდიურსერმა, ფინიას ო’კონელმა და მისმა შეყვარებულმა, იუთუბერმა კლაუდია სელევსკიმ ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული კინოსურათის Spectre პოსტერი გააცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ ფინიასმა დასთან, პოპულარულ მუსიკოს ბილი აილიშთან ერთად ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმისთვის No Time To Die ამავე სახელწოდების სიმღერაზე იმუშავა. 

Ciara

ამერიკელმა მომღერალმა, Ciara-მ და მისმა შვილმა, ფიუჩა ზაჰირმა პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B და მისი ქმარი, რეპერი Offset განასახიერეს. ქარდიმ კოლეგის მიერ გავრცელებული კადრები საკუთარ ინსტაგრამზე განათავსა და სამადლობელი ტექსტი დაურთო - "სიარას დიდი ფანი ვიყავი და მას შემდეგ, რაც პირადად გავიცანი, კიდევ უფრო შემიყვარდა. ის დედამიწაზე ყველაზე საყვარელი და მშვენიერი პიროვნებაა. სიტყვები არ მყოფნის, ისე მომწონს ეს ფოტო".

Cardi B

თავად ქარდიმ მითოლოგიური პერსონაჟის, მედუზა გორგონას როლი მოირგო, რომელსაც თმის ნაცვლად გველები აქვს დახვეული, მზერით კი ადამიანებს აქვავებს.

Cardi B

ჰელოუინისთვის მოწყობილ ფოტოსესიაზე არტისტმა მარველის კომიქსების გმირი, Scarlet Witch-იც განასახიერა.

Christina Aguilera

ჰელოუინისთვის ფოტოსესია მოაწყო პოპვარსკვლავმა კრისტინა აგილერამაც. 

Christina Aguilera

ჰელოუინისთვის ფოტოსესია მოაწყო პოპვარსკვლავმა, კრისტინა აგილერამაც. 

Christina Aguilera

ჰელოუინისთვის ფოტოსესია მოაწყო პოპვარსკვლავმა, კრისტინა აგილერამაც. 

Victoria Beckham

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა, დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა და მისმა ქმარმა, ფეხბურთის ვარსკვლავმა, დევიდ ბექჰემმა ინსტაგრამზე თავი ადამსების ოჯახს შეადარეს. კადრებში ვიქტორია თავისი ბრენდის კაბით იწონებს თავს.

Demi Lovato

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ Dracula-ს შთაგონებით შექმნილ კოსტიუმზე, ვარცხნილობასა და გრიმზე თავად იზრუნა და შედეგი თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის საშუალებით გაუზიარა. "ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა და საკუთარი თავით ვამაყობ", - წერს არტისტი.

Normani

ჯგუფ Fifth Harmony-ს წევრმა, ნორმანი ჰამილტონმა Catwoman-ის კოსტიუმში გამოწყობა გადაწყვიტა და ფოტოსესიაც მოაწყო.

Rosalía

ესპანელმა პოპვარსკვლავმა, როზალიამ ფილმ The Fifth Element-ის გმირის, ლილუს კოსტიუმი მოირგო. 

Charli XCX

ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX ჰელოუინისთვის წითელი ტყავის კოსტიუმში გამოეწყო, რომელსაც ხელთათმანები, შავი პარიკი და მკვეთრი მაკიაჟი შეუხამა.  

BTS

ჰელოუნისთვის გადაღებულ ჯგუფურ ფოტოში კოლექტივის წევრები მოჩვენებებად მოგვევლინენ.

Saweetie

ახალგაზრდა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სოუითიმ ჯგუფ Destiny's Child-ის ყოფილი წევრების: ბიონსეს, კელი როულენდისა და მიშელ უილიამსის როლები მოირგო.  

John Legend

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯონ ლეჯენდმა სპაიდერმენი განასახიერა, მისმა ცოლმა, ტელევარსკვლავმა ქრისი თიგენმა კი ნატალი პორტმანის როლი მოირგო ფილმიდან Black Swan.

Lady Gaga

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ სურდა, ამ ჰელოუინის საშუალებით აშშ-ის მოქალაქეები შთაეგონებინა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. მან სამი კოსტიუმი მოირგო, რომელთაგან ერთ-ერთში სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის გამოსახულებიანი მაისურით გამოჩნდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული