Thumbnail

ნახეთ: სნუპ დოგმა ახალი ალბომი Take It From A G დააანონსა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ახალი ალბომი Take It From A G დააანონსა, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამოიცემა. სნუპის მიერ გამოქვეყნებულ თიზერში უცნობი კომპოზიციის ნაწყვეტი ჟღერს, რომელიც, დიდი ალბათობით, ამავე სტუდიური ნამუშევრის სახელწოდების მქონე ტრეკია.

ნახეთ: სნუპ დოგმა ჯინი INDOGGO გამოუშვა

სნუპ დოგმა გაიხსენა, რა უთხრა მას ბიგიმ თუფაქის მკვლელობის შემდეგ

Royce Da 5'9": სნუპ დოგის Doggystyle ემინემის ყველა ალბომს მირჩევნია

სნუპმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული ალბომით Doggystyle დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული