ამერიკელი ინდი პოპ არტისტი Perfume Genius ჯიმი კიმელის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში ლაივ ბენდთან ერთად ბოლო ალბომში Set My Heart on Fire Immediately შესული კომპოზიციები: Jason და Nothing at All შეასრულა.
► მოუსმინეთ: Perfume Genius-მა ლეონარდ კოენის სიმღერა Bird on the Wire შეასრულა
► ნახეთ: Perfume Genius-მა კომპოზიციის Rusty Chains დემო ვერსია გაავრცელა
Perfume Genius სიეტლელი შემსრულებლის, მაიკ ადრეასის სოლო პროექტია. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Learning გამოსცა. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია Queen და Hood.
კომენტარები