Thumbnail

მოუსმინეთ: MIKE მინი ალბომს BLP2020 "King Of The Night" ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ ჯორდან ბონემამ, სასცენო სახელით MIKE, ახალი EP სახელწოდებით BLP2020 "King Of The Night" გაავრცელა, რომელიც 9 კომპოზიციას აერთიანებს. ცხრავე ტრეკის ბითის ავტორი მაიქის ალტერ ეგო dj blackpower გახლავთ, რომელიც მხოლოდ პროდიუსინგზე მუშაობს. ეს დიჯეი ბლექფაუერის სადებიუტო ჩანაწერია.

ნახეთ: MIKE ვიდეორგოლს No, No! ავრცელებს

მაიქი ანდერგრაუნდ რეპერია, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს. არტისტი ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, წლების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. სწორედ ამან განაპირობა მისი ნამუშევრების ჟღერადობა, რომელიც სხვადასხვა ლოკალური მიმართულების გავლენით შეიქმნა. რეჩიტატივის კითხვასთან ერთად მაიქი პროდიუსინგითა და სელექციითაა დაკავებული. დღემდე მან თაყვანისმცემლებს 8 ალბომი და 10 EP შესთავაზა. მისი კითხვის მანერა მონოტონურობით გამოირჩევა, რომელსაც ხშირად ჯაზის რამდენიმეწამიანი ლუპები ერწყმის. შემსრულებლის მთავარი მენტორი გავლენიანი მუსიკოსი MF DOOM გახლავთ. თანამედროვე კოლეგებიდან ნიუ იორკელი რეპერი ხშირად ცნობილ კალიფორნიელ არტისტთან, ერლ სვითშერთთან თანამშრომლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული