Thumbnail

მოუსმინეთ: NLE Choppa ახალ მიქსტეიპს From Dark to Light ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

18 წლის მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბრაისონ ფოთსმა, ფსევდონიმით NLE Choppa, ახალი მიქსტეიპი From Dark to Light გაავრცელა. ჩანაწერი 13 კომპოზიციას აერთიანებს. მუსიკოსმა ნამუშევარში შესულ ერთ-ერთ სინგლზე Bryson გადაღებული ვიდეოკლიპიც გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: Juicy J x NLE Choppa - LOAD IT UP

მოუსმინეთ: რეპერი NLE Choppa სადებიუტო ალბომს Top Shotta ავრცელებს

ბრაისონმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. იმავე წელს სამხრეთელმა რეპერმა პირველი მიქსტეიპი No Love the Takeover გამოაქვეყნა. თუმცა, არტისტი ფართო საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი სინგლით Shotta Flow გაიცნო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული