Thumbnail

ქართულმა ნიუ მეტალ ჯგუფმა Scratch The Floor ახალი კომპოზიცია "ბიპოლარული" და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლუკა ოლირი გახლავთ.

მოუსმინეთ: Scratch The Floor - აჩრდილად

Scratch The Floor თბილისში 2012 წელს შეიქმნა. ბენდის დისკოგრაფია ორ ალბომსა და ერთ EP-ს ითვლის. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Hellhound ჯგუფმა 2017 წლის დეკემბერში გამოსცა. 2018 წელს კოლექტივმა სომხეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში ტურნე გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული