Thumbnail

მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - Blah Blah Blah Ft. Cas

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართული ჰიპ ჰოპის ვეტერანი წარმომადგენელი, ზურიკო კოკლიანი ახალ კომპოზიციას Blah Blah Blah აქვეყნებს. კოკლიანის ჩანაწერში ჟანრის მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსი, ლაშა აბრამიძე, ფსევდონიმით Cas მონაწილეობს, რომელმაც ზურასთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ნამუშევრის პროდიუსერი თავად კოკლიანი გახლავთ.

ნახეთ: B2B Cypher - Cas x Kokliani (Prod. by Cas)

მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - შენამდე მოვალ

მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - 239 Ft. iYiBOiY

ზურიკო კოკლიანმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. რეპერი წარსულში ფსევდონიმით White Negga მოღვაწეობდა. ვეტერანი არტისტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართულ ჰიპ ჰოპში აუტოტუნის ეფექტი გამოიყენა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული