Thumbnail

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, რობ ზომბიმ ახალი სიმღერა The Triumph of King Freak (A Crypt of Preservation and Superstition) და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ ალბომში The Lunar Injection Kool Aid Eclipse Conspiracy იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ლეიბლი Nuclear Blast 2021 წლის 12 მარტს გამოსცემს.

რობერტ ქამინგსმა, სასცენო სახელით Rob Zombie, პოპულარობა ამერიკულ ჰევი მეტალ ბენდში White Zombie მოღვაწეობით მოიპოვა. კოლექტივის დაშლის შემდეგ მან სოლო კარიერა დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Dragula და Living Dead Girl მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული