Thumbnail

ნახეთ: პერის ჯექსონი სიმღერას Let Down და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილი, მოდელი, მსახიობი და მუსიკოსი, პერის ჯექსონი სადებიუტო სოლო სიმღერას Let Down და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კომპოზიცია მის მომავალ ალბომში Wilted იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 ნოემბერს ჩაეშვება.

პერის ჯექსონი: მამის მადლიერი ვარ, რომ ბავშვობაში ხალხისგან დასაცავად ნიღბით მატარებდა

პერის ჯექსონი: მამამ ბავშვობაშივე შემატყო, რომ გოგონები მომწონდა

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა დუეტი მუსიკალურ თანამშრომლობას. პერისი გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული