Thumbnail

ნახეთ: The Kills-მა სიმღერა I Put a Spell on You დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულ-ამერიკული დუეტი The Kills ვიდეორგოლთან ერთად ლეგენდარული ბლუზ შემსრულებლის, ჯეი ჰოუკინსის, იგივე Screamin' Jay-ს კომპოზიციის I Put a Spell on You ქავერ ვერსიას ავრცელებს. სინგლი კოლექტივის ბი-საიდებისა და გამოუქვეყნებელი ტრეკებისგან შემდგარ ალბომში Little Bastards შევა, რომელიც გაყიდვაში 11 დეკემბერს ჩაეშვება.

ნახეთ: The Kills - Raise Me

I Put a Spell on You ჯეი ჰოუკინსმა 1956 წელს გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში At Home with Screamin' Jay Hawkins შედის, რომელიც ორი წლის შემდეგ ჩაეშვა გაყიდვაში. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია სხვადასხვა დროს ისეთმა არტისტებმა დააქავერეს, როგორებიც არიან: ნინა სიმონე, ბრაიან ფერი, მერილინ მენსონი და სხვები.

The Kills ამერიკელმა მუსიკოსმა, ელისონ მოსჰარტმა და ბრიტანელმა გიტარისტმა, ჯეიმი ჰინსმა 2001 წელს შექმნეს. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Keep on Your Mean Side გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული