Thumbnail

გთავაზობთ 2020 წლის ოქტომბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Next Dilla - Aisia ft. Vinda Folio

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის KayaKata წევრმა, ზურა ჯიშკარიანმა, სასცენო სახელით Next Dilla, ახალი კომპოზიცია Aisia გაავრცელა. ჩანაწერში მასთან ერთად თემურ ეზუგბაია, იგივე Vinda Folio მონაწილეობს, ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი კი SABANADZE გახლავთ.

9. Benny the Butcher - New Streets

ბუფალოელმა ემსიმ, ჯერემი ფენიქმა, ფსევდონიმით Benny The Butcher, ახალი კომპოზიცია New Streets გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერები Jansport J და ცნობილი კალიფორნიელი არტისტი Hit-Boy არიან. ნამუშევარი მუსიკოსის ალბომში Burden of Proof შევიდა, რომელიც 16 ოქტომბერს გამოიცა.

8. HÆLOS - I'm There

ბრიტანულმა ტრიპ ჰოპ ჯგუფმა HÆLOS ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია I'm There გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების რიგით მესამე სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც 2021 წელს გამოიცემა.

7. VazhMarr - Amindi ft. Luna997

შემოქმედებითმა გაერთიანებამ LTFR ვაჟა მარის, სასცენო სახელით VazhMarr, ახალი კომპოზიცია Amindi გაავრცელა. ჩანაწერში პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ ჯგუფის KayaKata წევრი, მაქსიმე მაჩაიძე, იგივე Luna997 მონაწილეობს.

6. James Blake - I Keep Calling

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია I Keep Calling გაავრცელა. ტრეკი მის EP-ში სახელწოდებით Before შევიდა, რომელიც გაყიდვაში 14 ოქტომბერს ჩაეშვა.

5. KayaKata - Stay Wild ft. Turbohikari

პოპულარულმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა KayaKata ახალი კომპოზიცია Stay Wild გაავრცელა. ტრეკში შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის წევრი, გიორგი კვეზერელი, იგივე Turbohikari მონაწილეობს, ნამუშევრის პროდიუსერი კი SABANADZE გახლავთ.

4. The Alchemist - Afterschool

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა The Alchemist ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Afterschool გაავრცელა. ტრეკი მის ბოლო ალბომში The Food Villain არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვა.

3. Creams - Run

ნათია ჭიჭინაძემ, ფსევდონიმით Creams, ახალი კომპოზიცია Run და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპი გაავრცელა. არტისტმა სინგლი ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე AWAL გამოუშვა, ვიზუალური ნამუშევრის ავტორი კი ლოს ანჯელესური სტუდია Actual Objects გახლავთ.

2. Gorillaz - The Pink Phantom ft. Elton John & 6LACK

ცნობილმა ბრიტანულმა პროექტმა Gorillaz ახალი კომპოზიცია The Pink Phantom და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ლეგენდარული მუსიკოსი, ელტონ ჯონი და ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი 6LACK მონაწილეობენ.

1. ერეკლე დეისაძე - ქალაქის თავზე

პოპულარულმა არტისტმა, ერეკლე დეისაძემ სიმღერა "ქალაქის თავზე" და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. მუსიკის ავტორები თავად ერეკლე და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილი ფრონტმენი, ბექა კუნდალინი, ფსევდონიმით Nimit_ta არიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული