Thumbnail

ავსტრალიური ჯგუფი The Avalanches ახალ კომპოზიციას Interstellar Love ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი ნეო სოულ არტისტი, ლეონ ბრიჯისი მონაწილეობს. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში We Will Always Love You იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 დეკემბერს გამოიცემა.

ნახეთ: The Avalanches - Music Makes Me High | Take Care in Your Dreaming

აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში ბრიტანული როკ ჯგუფის The Alan Parsons Project კომპოზიციის Eye in the Sky სემპლია გამოყენებული.

The Avalanches ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში 1997 წელს შეიქმნა. 2000 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Since I Left You გაავრცელა. 16-წლიანი პაუზის შემდეგ კი მუსიკოსები მსმენელებს რიგით მეორე ალბომით Wildflower დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული