Thumbnail

ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თიერა ვექი ახალ კომპოზიციას Dora და მასზე შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ანიმაციური ვიზუალური ნამუშევრის ავტორი კონცეპტუალური არტისტი, ალექს და კორტე გახლავთ.

მოუსმინეთ: Lil Yachty - T.D FT. ASAP Rocky, Tyler, The Creator, Tierra Whack

თიერამ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს, სადებიუტო ალბომით Whack World გახდა. ჩანაწერი, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული თითოეული კომპოზიციის ხანგრძლივობა ზუსტად ერთ წუთს შეადგენს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული