Thumbnail

BLACKPINK-მა მორიგი რეკორდი დაამყარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის ლეიბლის, YG Entertainment-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოლექტივის სადებიუტო სტუდიური ნამუშევრის THE ALBUM გაყიდვებმა, 26 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში 1 209 543 ეგზემპლარი შეადგინა. "ბლექფინქი" გოგონებისგან შემდგარი პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომლის ალბომი მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

Blackpink-ის ლისა საუბრობს, რას ნიშნავს მისთვის სილამაზე

ნახეთ: BLACKPINK-მა სიმღერა Pretty Savage შეასრულა

ოფიციალური ინფორმაციით, ჩანაწერის დაახლოებით 871 355 ასლი სამხრეთ კორეაში, კიდევ 139 300 ეგზემპლარი კი აშშ-სა და ევროპაში გაიყიდა. ამას ემატება ჯგუფის მინი ალბომების ლიმიტირებული გამოცემების 18 888-იანი რეალიზაცია.

2 ოქტომბერს გავრცელებულმა სტუდიურმა ნამუშევარმა სახელწოდებით THE ALBUM ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა, რაც გოგონებისგან შემდგარ კეიპოპ ჯგუფებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნამუშევარში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით შესული ტრეკები შევიდა, როგორებიც არიან სელენა გომესი და ქარდი ბი.

მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გოგონათა კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე მილიარდი მოსმენა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული