Thumbnail

ნიკ ქეივი: რა სჯობია დილაადრიან მიღებულ მკვლელობის მუქარას

ლეგენდარული ავსტრალიელი მუსიკოსი, ნიკ ქეივი ამერიკელ თაყვანისმცემელს, სახელად პეტს გამოეხმაურა, რომელმაც შეკითხვა მას ვებგვერდის The Red Hand Files საშუალებით გაუგზავნა. მსმენელმა მისწერა:

ნახეთ: ნიკ ქეივმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა Euthanasia შეასრულა

"ამ ავადმყოფობების, ბოროტებისა და ცინიზმის ჟამს, იღებთ თუ არა უარყოფით შეტყობინებებს და როგორ უმკლავდებით ამ ნეგატიურ ენერგიას?".

"წერილები, რომლებსაც ვებგვერდზე მწერენ, ძირითადად პოზიტიური შინაარსისაა და სავსეა სიყვარულით. რა თქმა უნდა, ვიღებ ნეგატიურ შეტყობინებებსაც. თუმცა, ისინი ძირითადად მომწონს, რადგან, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ენერგიით მავსებენ. რა სჯობია დილაადრიან მიღებულ კარგ მკვლელობის მუქარას. მე ამას ვუყურებ როგორც სტიმულს, რადგანაც ეფექტურად მუშაობისთვის საჭიროა ხოლმე პერიოდული თავდასხმა.

პეტ, როცა ამბობ, რომ ბოროტებისა და ცინიზმის ჟამი დგას, მგონი, ვერ დაგეთანხმები. ვფიქრობ, ვცხოვრობთ საშიშ და ქაოსურ დროში და იმის მიუხედავად, რომ სოციალურ ქსელებში სიგიჟესა და ცინიზმს ვაწყდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ, საბედნიეროდ, ეს ადამიანები ბევრნი არ არიან. მე ვიღებ განუზომელ სიყვარულსა და პატივისცემას.

რა თქმა უნდა, სამყაროს გარკვეულ ნაწილს ცვლილებები სჭირდება. აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ თავაზიანები, დიდსულოვნები და კეთილები უნდა ვიყოთ. ყველამ ერთად უნდა გავხადოთ სამყარო უკეთესი, ჩვენი თავების საუკეთესო ვერსიები ვაჩვენოთ. ნეგატივი, ცინიზმი და ზიზღი გვერდზე გადავდოთ. ან ერთმანეთი გვიყვარდეს, ან მოვკვდეთ", - წერს ქეივი.

ნიკ ქეივი განმარტავს, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული