Thumbnail

რა უთხრა კიმ კარდაშიანს ქანიე ვესთის ნაჩუქარმა, გარდაცვლილი მამის ჰოლოგრამამ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის ცოლს, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს ახლახან 40 წელი შეუსრულდა. რეპერმა მას გარდაცვლილი მამის, რობერტ კარდაშიანის ჰოლოგრამა აჩუქა, რომელიც შვილს დაბადების დღეს ულოცავს და ეუბნება, რომ მისი ქმარი ამ სამყაროში ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი კაცია.

კიმ კარდაშიანი იხსენებს, როგორ უვლიდა კორონავირუსით ინფიცირებულ ქანიე ვესთს

ნახეთ: ქანიე ვესთის უცნობი კლიპი კიმ კარდაშიანისა და კაილი ჯენერის მონაწილეობით

"უკვე 40 წლის ხარ, ისევე ლამაზად გამოიყურები, როგორც ბავშვობაში. ყოველდღიურად ვუყურებ შენი, შენი დების, ძმისა და შვილიშვილების ვიდეოებს. ძალიან ვამაყობ შენი მიღწევებით და იმით, თუ როგორ ქალად ჩამოყალიბდი, კიმბერლი. შენი შრომისმოყვარეობა და ყველაფერი, რასაც აკეთებ, გასაოცარია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ უფლებამდაცველი ხარ და ჩემი, როგორც ადვოკატის გზას აგრძელებ. მე შენ გვერდით ვარ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ფესვებთან კავშირს არ კარგავ და სომხეთის მხარდაჭერას აგრძელებ. ამაყი სომეხი ხარ და მეც ამაყი სომეხი მამა ვარ. ყველაზე მშვენიერი, რაც ვიხილე ისაა, თუ როგორი ოჯახი შექმენი. შენ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან და ნიჭიერ კაცზე, ქანიე ვესთზე ხარ დაქორწინებული და ოთხ შვილს არაჩვეულებრივ დედობას უწევ. ასე გააგრძელე. უმშვენიერესი ადამიანი ხარ. მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. მიყვარხარ, კიმბერლი. შენს და-ძმას - კორტნის, ქლოის და რობს გადაეცი, რომ მიყვარხართ და მენატრებით", - მიმართავს ჰოლოგრამა კიმს.

ვიდეოს გავრცელებისას კარდაშიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული საჩუქარია.

"ქანიემ ყველაზე შინაარსიანი საჩუქარი გამიკეთა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. განსაკუთრებული სიურპრიზი სამოთხიდან - მამაჩემის ჰოლოგრამა. ის ისეთი რეალურია. ემოციებით აღვივსე, თვალს ვერ ვწყვეტდი", - აღნიშნა კიმმა ვიდეოს აღწერაში.

რობერტ კარდაშიანი 2003 წელს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა საყლაპავი მილის კიბოთი.

კიმ კარდაშიანი მამასთან და და-ძმასთან ერთად

კიმი და ქანიე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული