ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი, მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem, ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც 1999 წლის დასაწყისში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. წლის ბოლომდე ნამუშევარმა სამმაგი პლატინის წოდება მიიღო და რეპერს პირველი მილიონები მოუტანა. მუსიკოსმა სწორედ ამ პერიოდში იყიდა თავისი ოცნების მანქანა - Porsche. მას შემდეგ მარშალმა არაერთ სპორტულ ავტომობილს მოუყარა თავი საკუთარ ავტოფარეხში. კოლექცია ჟურნალმა GQ გაგვაცნო.
► ნახეთ: ემინემის გამოსვლის ყველაზე ადრეული ვიდეოჩანაწერი
► ემინემის თაყვანისმცემელმა ტატუების რაოდენობით გინესის რეკორდი დაამყარა
► ემინემის კომპოზიცია და პაროდია, რომელმაც მაიკლ ჯექსონი გაანაწყენა
ემინემა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.
ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.
კომენტარები