Thumbnail

მოუსმინეთ: Karen O-მ და უილი ნელსონმა Under Pressure დააქავერეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ჯგუფის Yeah Yeah Yeahs ვოკალისტი Karen O და ამერიკელი ქანთრი მუსიკოსი, უილი ნელსონი ლეგენდარული არტისტის, დევიდ ბოუისა და საკულტო კოლექტივის Queen ჰიტის Under Pressure ქავერ ვერსიას ავრცელებენ.

ნახეთ: Karen O-მ თავისი ჯგუფის Yeah Yeah Yeahs სიმღერა Our Time შეასრულა

მოუსმინეთ: Willie Nelson - First Rose of Spring

მუსიკოსებმა ნამუშევარი აშშ-ში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩაწერეს.

Under Pressure ბოუიმ და Queen-მა 1981 წელს გამოაქვეყნეს. ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი ბრიტანული ჯგუფის რიგით მეათე ალბომში Hot Space შედის, რომელიც 1982 წელს გავრცელდა.

კარენ ლი ორზოლეკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო, როდესაც ნიუ იორკში ჯგუფი Yeah Yeah Yeahs ჩამოაყალიბა. გრემის ნომინანტ ბენდთან ერთად მუსიკოსმა ოთხი ალბომი გამოუშვა. 2014 წელს კი არტისტმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Crush Songs გამოსცა.

უილი ნელსონმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 1956 წელს დაიწყო. 1962 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი ...And Then I Wrote გაავრცელა. ლეგენდარულ ფოლკ მუსიკოსს ამ დრომდე 69 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ნელსონს კარიერის განმავლობაში გრემის 13 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის ბოლო არტისტმა 2020 წელს საუკეთესო ქანთრი სოლო პერფორმანსის კატეგორიაში მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული