Thumbnail

ნახეთ: დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული ფილმის Stardust თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Stardust თრეილერი გავრცელდა. ნამუშევარი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში ბოუის გამგზავრებასა და ზიგი სთარდასთის პერსონაჟის ჩამოყალიბებაზე მოგვითხრობს. სურათი ეკრანებზე 25 ნოემბერს გამოვა.

დევიდ ბოუის სიმღერის The Man Who Sold the World ალტერნატიული ვერსია გავრცელდა

ფილმში დევიდ ბოუის როლს ბრიტანელი მუსიკოსი და მსახიობი, ჯონი ფლინი ასრულებს. არტისტის პირველ ცოლს, ენჯის კი Hunger Games-ის მსახიობი, ჯენა მელოუნი ასახიერებს.

გავრცელდა ფილმის ოფიციალური პოსტერიც:

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-სა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული