Thumbnail

ნახეთ: City Girls და Lil Baby კლიპს Flewed Out ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ დუეტმა City Girls მსმენელს კომპოზიციაზე Flewed Out გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ახალგაზრდა მაიამელების ჩანაწერში მათი პოპულარული ატლანტელი კოლეგა, ლილ ბეიბი მონაწილეობს. ტრეკი პროექტის 2020 წლის ალბომის City On Lock ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ დუეტი City Girls ალბომს City On Lock ავრცელებს

ნახეთ: City Girls და Doja Cat კლიპს Pussy Talk ავრცელებენ

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა წარსულშიც ითანამშრომლეს. მათ 2018 წელს ერთობლივი კომპოზიცია Season გამოაქვეყნეს.

City Girls 2010 წელს მაიამიში ჩამოყალიბდა. დუეტი ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გავრცელებული სადებიუტო მიქსტეიპით Period გაიცნო. იმავე წელს სამხრეთულმა გაერთიანებამ გაყიდვაში პირველი ალბომი Girl Code ჩაუშვა, რომლის სინგლებიც პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიციები: Twerk და Act Up გახლავთ. 2020 წლის ივნისში გაერთიანება მსმენელს ახალი სტუდიური ჩანაწერით City On Lock დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული