Thumbnail

ბრაიან მეი: გულის შეტევის შემდეგ მიღებულმა წამლებმა კინაღამ მომკლა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ გადაცემაში Good Morning Britain ჩართვისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მაისში გადატანილი გულის შეტევის შემდგომ, გამოჯანმრთელების პროცესში მიღებულმა მედიკამენტებმა კინაღამ იმსხვერპლა.

ბრაიან მეი: არ ვსვამ, არ ვეწევი, ვვარჯიშობ, მაგრამ გულის შეტევა მაინც დამემართა

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Queen-ს?

"ნამდვილად სიკვდილის პირას დავდექი. დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იმ მედიკამენტების მიმართ, რომლებსაც ექიმები გინიშნავენ. ისინი შეიძლება, გულისთვის კარგია, მაგრამ ზიანის მომტანია სხვა ორგანოებისთვის. მე კუჭში სისხლდენა დამემართა. ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე. საშინლად ვიყავი, გონება დამებინდა", - ამბობს მეი.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული