Thumbnail

ნახეთ: ფრედი გიბსის, ბიგ შონისა და ჰით-ბოის კლიპი 4 Thangz პარასკევს გამოიცემა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მუსიკალური კარიერის მწვერვალზე მყოფმა ინდიანელმა გენგსთა რეპერმა, ფრედი გიბსმა ახალ კომპოზიციაზე 4 Thangz გადაღებული ვიდეორგოლის თიზერი გამოაქვეყნა. ნამუშევრის ფარგლებში მან ცნობილ დეტროიტელ შემსრულებელთან, ბიგ შონთან და გრემის მფლობელ კალიფორნიელ პროდიუსერთან, ჰით-ბოისთან ითანამშრომლა. კლიპის სრული ვერსია 30 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: Freddie Gibbs, The Alchemist და Benny The Butcher კლიპში Frank Lucas

ნახეთ: Freddie Gibbs, The Alchemist და Rick Ross კლიპში Scottie Beam

ნახეთ: ფრედი გიბსმა ტოპ 5 თანამედროვე რეპერი დაასახელა

ფრედიმ მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. დღეისთვის გენგსთა რეპერის დისკოგრაფიაში 4 სოლო ალბომი, ამდენივე კოლაბორაციული ალბომი, 19 ოფიციალური მიქსტეიპი და რვა EP ერთიანდება. მისი მთავარი წარმატება ჟანრის ყველა დროის გამორჩეულ პროდიუსერთან, მედლიბთან თანამშრომლობას და მათ მიერ 2014-2019 წლებში გამოცემულ ერთობლივ ნამუშევრებს Piñata და Bandana უკავშირდება. მუსიკის კრიტიკოსები ფრედის ტექნიკურად სრულყოფილ და სტილისტურად მრავალფეროვან არტისტს უწოდებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული