Thumbnail

დეიმონ ალბარნი: Gorillaz ანიმაციურ ფილმზე მუშაობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Gorillaz-ის ფრონტმენმა, დეიმონ ალბარნმა ინტერნეტრადიო Radio.com-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ ბენდი ანიმაციურ ფილმზე მუშაობს.

დეიმონ ალბარნის ფავორიტი კომპოზიცია Gorillaz-ის შემოქმედებიდან

"გორილაზის" ანიმაციურ ფილმზე ვმუშაობთ. უკვე გავაფორმეთ კონტრაქტები, გვაქვს სცენარი და გვყავს გუნდი. მასში საინტერესო ისტორიებს მოგიყვებით", - ამბობს ალბარნი. სხვა დეტალებზე მუსიკოსს არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ "გორილაზმა" ახლახან პროექტის Song Machine ფარგლებში ალბომი Strange Timez გაავრცელა, რომელიც სხვადასხვა არტისტთან ერთად ჩაწერილ 7 კომპოზიციას მოიცავს.

მოუსმინეთ: Gorillaz ალბომს Strange Timez ავრცელებს

გრემის მფლობელი Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული