Thumbnail

ახალზელანდიელმა მუსიკოსმა, სტელა როუზ ბენეტმა, ფსევდონიმით Benee, ახალი კომპოზიცია Plain გაავრცელა. ჩანაწერში ბრიტანელი პოპვარსკვლავი, ლილი ალენი და ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Flo Milli მონაწილეობენ. სინგლი ბენეტის სადებიუტო ალბომში Hey U X შევა, რომელიც 13 ნოემბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Benee - Snail

სტელა როუზ ბენეტმა, სასცენო სახელით Benee, კარიერა 2017 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის ცნობილი კომპოზიციების ქავერ ვერსიებს ქმნიდა და პლატფორმა SoundCloud-ზე ტვირთავდა. საყოველთაო პოპულარობა შემსრულებელს საავტორო სიმღერებმა Glitter და Soaked მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული