Thumbnail

ჰიპ ჰოპ დაჯილდოების BET Hip-Hop Awards წლევანდელი ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით ცერემონიამ დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩაიარა. დაჯილდოების მასპინძლები ცნობილი კომედიური ტელეშოუს Wild 'n Out წამყვანები: Karlous Miller, DC Young Fly და Chico Bean გახლდნენ.

ყველაზე მეტ ნომინაციაში DaBaby, Roddy Ricch, Drake და Megan Thee Stallion წარადგინეს. დაჯილდოების მთავარ კატეგორიებში გამარჯვება როდი რიჩსა და მეგანს ხვდათ წილად. ახალგაზრდა კალიფორნიელი წლის საუკეთესო ალბომისა და ტრეკის გამარჯვებული გახდა. მეგანმა კი წლის საუკეთესო რეპერის წოდება დაიმსახურა.

ნახეთ: 2020 წლის BET Hip Hop Awards-ის გამარჯვებულები

რაც შეეხებათ პერფორმანსებს, მუსიკოსებს კომპოზიციების შესრულება ცარიელი დარბაზის წინაშე მოუწიათ. ზოგიერთი გამოსვლა კი წინასწარ იყო ჩაწერილი.

2 Chainz & Lil Wayne - Money Maker

Quavo & Pop Smoke - Shake The Room & Aim For The Moon

Big Sean, Jhené Aiko & Ty Dolla Sign - Body Language

Lil Baby & 42 Dugg - We Paid

Gucci Mane & Mulatto - Muwop & Bitch From Da Souf

City Girls - Kitty Talk & Jobs

კომენტარები

ბოლოს დამატებული