კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი და ამერიკელი პროდიუსერი, ბენი ბლანკო ვიდეორგოლთან ერთად კომპოზიციის Lonely აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებენ. სინგლი ბიბერის რიგით მეექვსე ალბომში შევა, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით უცნობია.
► ჯასტინ ბიბერი: კარანტინმა ჩემი ქორწინება გაამყარა
► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა SNL-ში კომპოზიციები Holy და Lonely შეასრულა
ჯასტინ ბიბერმა ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
კომენტარები