Thumbnail

როგორ გახდა ფრედი მერკური მოდის კერპი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენმა, ფრედი მერკურიმ ჩაცმის სტილის გამორჩეული შეგრძნების დამსახურებით თაყვანისმცემლებს თავი არაერთი სასცენო კოსტიუმით დაამახსოვრა. ცნობილი ინსტაგრამ გვერდი Freddie Mrcry შეეცადა, გაერკვია, როდის ჰქონდა კონსერვატიულ ოჯახში გაზრდილ მუსიკოსს მოდასთან პირველი შეხება.

ფოტოგალერეა: ფრედი მერკურის უკანასკნელი საჯარო გამოჩენა

ფრედი მერკურის პასუხი კითხვაზე, რა იყო მისი ჰობი

ნახეთ: ბოლო დაბადების დღე, რომელიც ფრედი მერკურიმ გადაიხადა

"ფრედი იმ დროში გაიზარდა, როცა მოდის გავრცელებული სტანდარტებიდან გადახვევა კარგ ტონად მიიჩნეოდა. ის თავის მაშინდელ მეგობარ გოგონასთან, მერი ოსტინთან ერთად ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა, რამაც წყვილს შესაძლებლობა მისცა, მოდის სამყაროსთვის ედევნებინა თვალი. საპირისპირო სქესის სამოსის ჩაცმა ხელოვანებში ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენდა, ფრედი კი უკვე აქტიურად მოიხმარდა ქალებისთვის შეკერილ ჯინსებსა და ყვავილებიან პერანგებს. ამ ტანსაცმლის ტარებისას ისეთი თავდაჯერებული იყო, აზრი ეკარგებოდა კითხვას, ქალთა განყოფილებაში შეცდომით ხომ არ მოხვდა ის. ეს იყო განაცხადი, რომელმაც რევოლუციური შედეგი მოიტანა. მამაკაცების მოდამ თავისი მიმართულება დაკარგა. მაკიაჟი, ფერადი პერანგები, ტანზე მომდგარი შარვლები, მაღალი ქუსლები - უკვე სხვა კაცებმაც მიიჩნიეს მათთვის დასაშვებად.

დიზაინერების რიგი დადგა, რომლებსაც მოდის ამ ახალგაზრდა მიმდევრის შემოსვა სურდათ. მაგალითად, ფრედის ცნობილ თეთრ ღამურას კოსტიუმზე ზენდრა როუდსმა იმუშავა. არსებობს ვარაუდი, რომ ის გოფრირებული ნაჭრით საქორწინო კაბას კერავდა, რომელიც მერკურის ძალიან მოეწონა. დიზაინერმა კი გადაწყვიტა, სამოსი შუაზე გადაეჭრა და მუსიკოსისთვის მიეცა. ასე იქცა უმშვენიერესი კაბა ლეგენდარული "ქუინის" სასცენო კოსტიუმად", - ნათქვამია პოსტში.

View this post on Instagram

⭐️ Freddie at the Beverly Hilton Hotel in California, wearing his beautiful Missoni jacket (1975) ➡️ • Freddie grew up at a time in which it was hip to rebel against the mainstream fashion. Both he and his then girlfriend Mary Austin, worked at a clothing store. This gave them the perfect opportunity to oversee the fashion world. The androgynous style of clothing was barely trickling into the artistic world or freddie was already strutting around in jeans for women en flower patterned shirts. The confidence with which he wore his outfits blew away any shadow of a doubt about whether or not he had mistakingly wandered into the women’s departement. It was a statement and soon enough it put a revolution in motion. Male fashion lost every sense of direction. Makeup, colourful blouses, tight pants, high heels- everything was possible and it was all the rage. ➡️ • Before too long fashion designers were lining up to design for the young fashionista. For instance, his famous ‘batwing outfit’ was designed by Zandra Rhodes. Later on, she’d design way more clothers for Freddie. The legends goes that she was working on a wedding gown. Freddie fell head over heels for this white dress with pleats. The designer decided to cut the dress in half and gave it to Freddie. That’s how a wonderful wedding dress transformed into a legendary Queen outfit ♥️

A post shared by Freddie Mercury Fanpage (@freddie_mrcry) on

აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა ფრედისთან ერთად ბენდის სხვა წევრებისთვისაც შექმნა კოსტიუმები, რომლითაც ისინი 1974 წელს გამოჩდნენ.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული