Thumbnail

ნახეთ: Kali Uchis კომპოზიციის La Luz ვიდეორგოლს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კოლუმბიური წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა Kali Uchis კომპოზიციაზე La Luz გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში პუერტორიკოელი არტისტი Jhay Cortez მონაწილეობს. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ასევე პუერტორიკოელი პროდიუსერი Tainy გახლავთ. სინგლი კალი უჩისის რიგით მეორე ალბომში შევა, რომლის გამოცემის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ: Kali Uchis - Aquí Yo Mando Ft. Rico Nasty

კარლი-მარინა ლოაიზამ, სასცენო სახელით Kali Uchis, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა After The Storm და Tyrant მოუტანა. 2018 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Isolation გამოსცა, რომელმაც მსმენელისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული